კომაროვის სკოლაში "ტვინების ბრძოლის" შიდა სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა!

კომაროვის სკოლაში გაიმართა "ტვინების ბრძოლის" შიდა სასკოლო ჩემპიონატი ორ ასაკობრივ კატეგორიაში: მე-7, მე-8 და მე-9, მე-10, მე-11 კლასებში.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭათ "ტვინების ბრძოლის" ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რომელიც ჩატარდება რეგიონალური მასშტაბით.

კომაროვის სკოლა მადლობას უხდის თამაშის მონაწილეებს და პროექტების სამსახურს ინტელექტუალური თამაშის ორგანიზებისთვის და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს მათ.


ზემოთ